ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აშშ-მა სამედიცინო აღჭურვილობა რუსეთისგან შეიძინა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამედიცინო აღჭურვილობა რუსეთისგან შეიძინა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშს-მ რუსეთისგან შეიძინა ხელოვნური სუნთქვის აპარატები და დაცვის აღჭურვილობა, როგორიცაა ხელთათმანები, ნიღბები და ხალათები რუსეთისგან შეიძინა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 30 მარტს, პრეზიდენტებს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრი შედგა. საუბრის შემდეგ, რუსეთმა აშშ-ის სამედიცინო პროდუქცია გადასცა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, გლობალური პანდემიის პირობებში, დიდი ოცეულის ლიდერები ერთმანეთის დახმარებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ითვალისინებს იმას, რომ საერთო მტერი გაერთიანებული ძალით უნდა დაამარცხონ.

ახალი ვირუსის ინფიცირებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევებმა 215 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილია 5 ათასზე მეტი ადამიანი.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კი მილიონს მიუახლოვდა.

იტვირთბა....