ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას – ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა მოუწყვეთ ხალხს” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს.

ექსპრეზიდენტის თქმით, მთავრობამ ემიგრანტები მოატყუა და სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთები საზღვარგარეთ ნაცნობობით გადანაწილდა.

“მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას – ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყეთ ჩვენს ხალხს. საელჩომ გამოუცხადა, რომ ბილეთები გაიყიდებოდა იაფად, მივიდნენ აეროპორტში და აღმოჩნდა, რომ მარტო 25 ბილეთი გაიყიდა და დანარჩენი ნაცნობობით გადანაწილდა თქვენს ახლობლებზე, ნათესავებსა და მეგობრებზე. რას დასცინით ხალხს?!

გუშინ, 31 მარტს, ვარშავიდან დანიშნული იყო პირველი რეისი უკრაინული “სკაიაპის”, რომლესაც 190-მდე ჩვენი თანამემამულე უნდა წამოეყვანა – უფასოდ […] რეისების შეთავაზება ძალაშია, არაფერი გვინდა თქვენი, გარდა ერთისა – თბილისის აეროპორტში დაჯდომის ნებართვა.

მივმართავ ემიგრანტებს, მოთხოვეთ, მიწერეთ წერილები, მოთხოვეთ სელჩოებს დაუშვან ეს რეისები. უფასოდ მიგვყევხართ საქართველოში, უბრალოდ ივანიშვილი თავისი ხუშტურების გამო ამის უფლებას არ აძლევს გახარიას.” – აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 117 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 23 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც დღეიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 885,890 მიაღწია. გარდაიცვალა 44,220 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 185,226 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....