საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ინფექციონისტები გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას არ გამორიცხავენ.
rროგორც იმნაძე აღნიშნავს, ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება, თუმცა ამისთვის გამოჯანმრთელებული ბევრი ადამიანის სიხლია საჭირო.
“გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდს ჩვენ სხვა დაავადებებთანაც ვიყენებთ. ბოლოს გამოვიყენეთ ე.წ. ყირიმ-კონგოს ცხელების სამკურნალოდ. მაგრამ ამას სჭირდება ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი, რომ შემდეგ ის გამოიყენო მძიმე პაციენტებზე. ამაზე ჩვენი ინფექციონისტი კოლეგები ფიქრობენ უკვე”, – ამბობს პაატა იმნაძე.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსუს ლაბორატორიულად დადასტურებული 115 შემთხვევაა, მათგან 23 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.