ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იქ იყო კორონავირუსები, ოღონდ ჩვეულებრივი ადამიანის კორონავირუსები…”- იმნაძე

იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, რესპირატორულ ინფექციების სეზონი შემოდგომაზე დაიწყო და მსგავს ინფექციებს კორონავბირუსის მსგავსი სიმპტომები აქვთ.

როგორც იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მოსაზრება, რომ თითქოს, ნოემბერში გადაიტანა უკვე კორონავირუსი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

“ნოემბერში დაიწყო საქართველოში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი. დაინტერესებულ პირებს ვთხოვ, იხილონ ჩვენი ვებგვერდი, სადაც წერია, რომელი ვირუსები ცირკულირებდა საქართველოში. იქ იყო როგორც ბე ტიპის გრიპის ვირუსები, მერე H3 ტიპის ვირუსები გამოჩნდა, იქ იყო კორონავირუსები, ოღონდ ჩვეულებრივი ადამიანის კორონავირუსები და არა ახალი კორონავირუსი. იქ იყო რესპირატორულსენსიტიური ვირუსი, რომელიც დღესაც გრძელდება. რესპირატორულსენსიტიური ვირუსი არის დღეს რესპირატორული დაავადებების ძირითადი გამომწვევი. გასაგებია, ვიღაცას შეიძლება, შარშან ზაფხულშიც ჰქონდა გადატანილი და ასე მოეჩვენოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს რეალობასთან ახლოს არ არის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსუს ლაბორატორიულად დადასტურებული 115 შემთხვევაა, მათგან 23 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

 

იტვირთბა....