ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით ერთ-ერთი ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი გურჯაანში დაკრძალვაზე იმყოფებოდა

დღეს გამოვლენილი ინფიცირებული პაციენტებიდან ერთ-ერთი მათგანი რამდენიმე დღის წინ გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის და ეპიდემიოლოგის, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს ყველა იმ კონტაქტის გამოკვლევა, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა შეხება.

მარინა კაპანაძის თქმით, კლინიკაში 30 მარტს მოათავსეს და კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.

“მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა არ ცხოვრობს გურჯაანში, ის სოფელში ოჯახის წევრის გასვენებაში იყო ჩამოსული და შეხება ჰქონდა ადგილობრივებთან. როგორც ჩვენ ვიცით, დაკრძალვის შემდეგ სუფრასთან დაახლოებით 12 ადამიანი ყოფილა. ყველა კონტაქტს ვიკვლევთ. პაპის დაკრძალვის შემდეგ ახალგაზრდა თბილისში დაბრუნდა”,- განაცხადა კაპანაძემ.

ეპიდემიოლოგის ცნობით, ყველა მიგნებულ კონტაქტს გამოკვლევა ჩაუტარდა, თუმცა კორონავირუსი არცერთ მათგანს დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა. მათგან 21 უკვე გამოჯანმრთელდა.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.

იტვირთბა....