“ახლა თითოეულ მოქალაქეზე იმდენად ბევრია დამოკიდებული, რომ შეიძლება, თავადაც ვერ წარმოიდგინონ. ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ ყველა ადამიანი რეკომენდაციებს იზიარებს და სახლში რჩება, იმ კამპანიაში უნდა ჩაერთოს, რასაც ინფორმირება ჰქვია.თუ დეტალებზე კიდევ უფრო მეტი სიმკაცრე იქნება გამოსაჩენი, ეს თანმიმდევრულ მოქმედებებში ჩაჯდება და თუ ამის საჭიროება იქნება, სახელმწიფო არც ამაზე დაიხევს უკან. ყველა დარწმუნდა, რომ დღეს ქართული სახელმწიფო იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ეს ვინმეს ოდესმე წარმოედგინა ქვეყანაში და შეიძლება მის გარეთაც.”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.
პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.