aviabiletebi
მთავარი ციტატა

„ბევრი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ექიმები სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს”

„ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ექიმები სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. პირადად ჩემს ნათესავს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს,  არის სახლში, მას აქვს ყველა სიმპტომი, აქ ტესტზე არ არის ლაპარაკი, ექიმიც კი ვერ ელაპარაკება მას და აქედან სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ ჩვენი ექიმები“

aviabiletebi
ავიაბილეთები

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 995 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პირი რჩება.

გამოჯანმრთელებულია 21 ადამიანი.

საქართველოში დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. ზომების გამკაცრება დღეს, დილის 08:00 საათიდან შევიდა ძალაში.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....