ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვფიქრობთ, აპრილის ბოლოს გვექნება უფრო კონკრეტული პასუხი „ცეფეიდიდან“, თუ როდის მივიღებთ სწრაფ ტესტებს”- გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა სწრაფი ტესტების შემოტანაზე ჩინეთსა და კორეასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ეს განცხადება გაბუნიამ აქდმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

“რაც შეეხება სხვა მიმწოდებლებთან მოლაპარაკებას, მიმწოდებელი სწრაფი ტესტების არის არაერთი. მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც სამხრეთ კორეასთან, ისე ჩინეთთან და გვპირდებიან, რომ ეტაპობრივად სწრაფი ტესტების მოწოდებას მოკლე ვადებში შეძლებენ”,- აცხადებს გაბუნია.

მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მხარე სერიოზულ მოლაპარაკებას აწარმოებს კარტრიჯების მწარმოებელ ცნობილ კომპანია „ცეფეიდთანაც“, რომელიც ემყარება პისიარ ტექნოლოგიას და ეს კარტრიჯები გამოიყენება ბევრი ინფექციური დაავადებებისთვის.

“კონკრეტული თარიღი, როდის მიიღებს ქვეყანა „ცეფეიდის“ კარტრიჯებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტესტირების შესაძლებლობას ცხელების კლინიკებში, ამ ეტაპზე არაა ცნობილი.  ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოსთვის გვექნება უფრო კონკრეტული პასუხი „ცეფეიდიდან“ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მივიღებთ ტესტებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანისა და მისი გამოყენების საკითხბა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მთავრობა და ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ე.წ. სწრაფი ტესტირება ასპროცენტიან ზუსტ პასუხს არ იძლევა, ამიტომ ისინი ანალიზის ცატარებას ე.წ. ოქროს სტანდარტით ამჯობინებენ.

დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კორონავირუსზე ტესტირება უკვე 2 200 ადამიანს ჩაუტარდა.

იტვირთბა....