დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით კორონავირუსზე ტესტირება 2 200 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 110 ინფიცირების შემტხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იმნაძე აღნიშნავს, რომ საქართველო ბევრად სწრაფად ახერხებს ანალიზის პასუხის დადგენას, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნები.
“დღეისთვის საქართველოში ბოლო მონაცემებით, დადასტურებულია 110 შემთხვევა და სხვათაშორის, ბევრი კითხვებია ხოლმე ამ 110 შემთხვევაზე. ეს 110 შემთხვევა არის 2 200-ზე მეტი ტესტირებულიდან, რომ ვიცოდეთ, კითხვები რომ არ იყოს ხოლმე. 2200-ზე მეტი ადამიანი დღეისათვის არის გატესტილი PCR მეთოდით, გინდა სწრაფი დაუძახეთ, ამაზე სწრაფი, რა პასუხსაც ჩვენ ვიძლევით, შეგიძლიათ შეადაროთ სხვა ქვეყნებს, არ არსებობს. 2200-ზე მეტი ადამიანი არის გატესტილი“ ,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანისა და მისი გამოყენების საკითხბა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მთავრობა და ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ე.წ. სწრაფი ტესტირება ასპროცენტიან ზუსტ პასუხს არ იძლევა, ამიტომ ისინი ანალიზის ცატარებას ე.წ. ოქროს სტანდარტით ამჯობინებენ.