ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებული მძიმე პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა

ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან მძიმე მდგომარეობა ოთხ მათგანთან ფიქსირდდება.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა,  ამ ოტხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა.

“გვრჩება ოთხი მძიმე პაციენტი, თუმცა ამ ოთხი მძიმედან ერთის მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ დასტაბილიზირებულია და თუ ასე გაგრძელდება, ხვალიდან ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის აღარ იქნება მძიმე, კრიტიკული. დანარჩენ შემთხვევებში ჯერჯერობით მდგომაროება უცვლელია. დღე-ღამის განმავლობაში არ არის მიღებული ამ პაციენტებთან მუდმივი სტაბილური სიტუაცია. ამიტომ მათი პროგნოზირება და გამოსავალზე ლაპარაკი ძალიან ძნელია ვიდრე არ მიიღება მძიმე მდგომარეობის სტაბილიზირება“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა. მათგან 21 უკვე გამოჯანმრთელდა.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.

იტვირთბა....