ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებული გალის რაიონი სრულად ჩაიკეტა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონი მთლიანად ჩაიკეტა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიმოსვლა შეზღუდულია ოჩამჩირის რაიონთან, ასევე მაღალი ზონის სოფლებთან.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ მიიღო.

რაიონის ჩაკეტვის მიზეზად კორონავირუსით ქალის ინფიცირება სახელდება, რომელიც ზუგდიდის კლინიკაში გადმოიყვანეს და მკურნალობა უტარდება.

მანამდე, 29 მარტიდან ოკუპირებულ გალის რაიონში კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით შუა ხნის ქალი გადმოიყვანეს. ქალის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს და ანალიზის პასუხის მიხედვით მას კორონავირუსი დაუდგინდა.

არსებული ინფორმაციით, რუსეთიდან მოდიოდა და ზუგდიდში მისი გადმოყვანა აფხაზური მხარის მოთხოვნით მოხდა.

 

იტვირთბა....