“ტესტები არ არის 100%-იანი. გააჩნია ტესტების ხარისხს. შეიძლება მოგვცეს ამ ტესტმა უარყოფითი შედეგი, ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამ პაციენტს არ აქვს კორონავირუსი და ის სინამდვილეში იყოს ინფიცირებული. რაც გაცილებით უარესია. ისევე, როგორც ეს დაავადება არის ახალი, ტესტებიც ახალია. ამიტომ ჩვენ, რომ ვთქვათ რომელიმე ტესტი არის ძალიან კარგი და რომელიმე ძალიან ცუდი, არ არის სწორი.”
ლია გოლიაძე – ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
“ტვ პირველი”
აღნიშნული განცხადება გოლიაძემ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 742,556 მიაღწია. გარდაიცვალა 35,344 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 157,046 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
30 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 103 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 20 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5114 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.