პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კოორნავირუსი გლობალური გამოწვევაა და მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოწვევას საქართველო შედარებით უკეთ უმკლავდება, მოსახლეობას ეს მოდუნების საშუალებას არ აძლევს.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმა მაგალითისთვის მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა მოიყვანა და განაცხადა, რომ ყველამ ერთად უნდა გაიაზროს ის სიმძიმე, რაც ევროპის ქვეყნებში ხდება.
“ჩვენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ვუსამძიმრებთ და ამ გლობალურ ბრძოლაში მათთან ერთად ვართ,, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, რომ აქ, საქართველოში, ვიდრე ჯერ კიდევ ვაკონტროლებთ სიტუაციას, ვიდრე ჩვენ მიერ გადადგმული პრევენციული ღონისძიებები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შედარებით, ასე თუ ისე, ნორმალურად ვუმნკლავდებით გამოწვევებს, ამან მოდუნების საფუძველი არ უნდა მოგვცეს. ჩვენ აბსოლურუტად უნდა ვიაზრებდეთ იმ მდომარეობის სიმძიმეს, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ევროპის ქვეყნებში ცხედავთ. ასევე, ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერია ეკონომიკურად”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, იმის გამო, რომ შეზღუდვების მიუხედავად მოქალაქეები რეკომენდაციებს არ ითვალისინებენ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, “ის დამოკიდებულება, რომელსაც დღეს ჩვენ საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, უბრალოდ მიუღებელია.”
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხოლო, 23 მარტიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
ამ დროისთვის, საქართველოში ახალი ვირუსის “კოვიდ-19”-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 100-მდე გაიზარდა. მათგან 18 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.