“ჩვენმა მედიცინამ დაამტკიცა, რომ ძალიან ღირსეულად, პრინციპულად და ეფექტურად ასრულებენ თავიანთ საქმეს და ძალიან კარგია, რომ ხელისუფლებაც უჯერებს მათ და აფხაზებიც თუ მიხვდებიან, რომ სჯობს ენდონ ქართულ მედიცინას, ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. მაგრამ თუ აქ ჩაერთვება პოლიტიკა და დაიწყებენ, რომ არა ჩვენ ვუმკურნალებთო, ამით გამოიწვევენ უკმაყოფილებას აფხაზურ საზოგადოებაში.’
პაატა ზაქარეიშვილი – კონფლიტოლოგი
ამის შესახებ ზაქარეიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით შუა ხნის ქალი გადმოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, რუსეთიდან მოდიოდა და ზუგდიდში მისი გადმოყვანა აფხაზური მხარის მოთხოვნით მოხდა.
კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მთავრობამ ეფექტური ნაბიჯები გადადგა,მ რაზეც მსოფლიო ლიდერებიც უსვამენ ხაზს.