aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კოვიდ-19”-ის ახალი შემთხვევებიდან 4 გორის სამხედრო ჰოსპიტალში დადასტურდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დადასტურდა.  საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰოსპიტალზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ათი ნიმუშიდან ოთხზე დადებითი პასუხი მოვიდა.

გორის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ოთხივე ინფიცირებული თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულთა შორის არის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვსი თანამშრომელი, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 978 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პირი რჩება.

შეგახსენებთ, გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....