საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა. მონაცემები ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე განახლდა.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 978 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პირი რჩება.
შეგახსენებთ, გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.