აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს დღეებში აშშ-ში ვიზიტს გეგმავს – უკრაინული მედია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მაღალი ფსონების მოლაპარაკებების გამართვისთვის უახლოეს დღეებში აშშ-ის ფლორიდის შტატში გაემგზავრება, – ამის შესახებ ინფორმაციას Kyiv Post-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ვიზიტი შესაძლოა 28 დეკემბერსაც შედგეს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.

ზელენსკიმ დეტალურად აღწერა ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან გამართული სატელეფონო საუბარი და განაცხადა, რომ ეს იყო სისხლისღვრის შესაჩერებლად საჭირო „ფორმატების, შეხვედრებისა და ვადების“ ღრმა განხილვა.

„გვაქვს რამდენიმე ახალი იდეა. ზოგიერთი დოკუმენტი უკვე მომზადებულია. როგორც მე ვხედავ, ისინი თითქმის მზადაა. ზოგიერთი დოკუმენტი კი სრულად მომზადებულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....