aviabiletebi
მთავარი ციტატა

“შემიძლია 10 000 ადამიანის დაბრუნება მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში”

“მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, შემიძლია 10 000 ადამიანის დაბრუნება მშობლიურ კერებში, უსაფრთხოების პირობებში, უახლოესი რამდენიმე დღის, მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში. ეს არის, რაც უნდა გაკეთდეს… მე ძალიან მეშინია, რომ ამ ხალხის ნაწილმა შეიძლება უბრალოდ დაიწყოს ქურდობა მარტო იმისთვის, რომ ციხეში უკეთ მოუვლიან. ამ ხალხს მინდა მივმართო, მე კი ნუ მწერთ, მიწერეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოხსნან აკრძალვა თვითმფრინავის დაშვების თბილისის, ბათუმის, ქუთაისის აეროპორტებში. როგორც კი, მოხსნიან ამ აკრძალვას, ზუსტად აკრძალვის მოხსნიდან 12 საათში, პირველივე რეისი გამოფრინდება. მე ვაკეთებ იმას, რისი კეთებაც შემიძლია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს მესამე პრეზიდენტი

“მთავარი არხი”

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა.

უკვე გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....