“შეკავების პერიოდიდან გადავედით უკვე შიდა გავრცელების პერიოდზე და აქ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო”, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, შიდა გადაცემის დაფიქსირების გამო, თუ საჭირო გახდება, თვითიზოლაციის წესები გამკაცრდება.
„ის, რომ შიდა გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა, ამას ყველა ველოდებოდით და საუბარიც იყო. შეკავების პერიოდიდან გადავედით უკვე შიდა გავრცელების პერიოდზე და აქ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. თუ საჭირო იქნება გამკაცრება, მომდევნო დღეების განმავლობაში მივიღებთ გადაწყვეტილებას და ამის შესახებ ცნობილი იქნება ყველასთვის. თუ არის დამატებითი ღონისძიებები, დამატებითი ნაბიჯების გადადგმა საჭირო, რა თქმა უნდა, ამასაც გავაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი მარნეულის შესასვლელთან არსებულ ვითარებას ეცნობა. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული.
საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4534 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
ჯანმომ 11 მარტს COVID-19 საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება ვებგვერდზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება ვებგვერდზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.