მთავარი ციტატა

“შიმშილით დავიხოცებით თუ კორონავირუსით, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს” – ნინო ბურჯანაძე

“შიმშილით დავიხოცებით თუ კორონავირუსით, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავრობას გეგმა არ წარმოუდგენია, მთავრობამ გვითხრა, რომ წარმოადგენს, მაგრამ ჯერ არ წარმოუდგენია.
მე ვფიქრობ, რომ გონიერი ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს მადლიერი, როდესაც მას ალტერნატიულ რჩევას აძლევენ. ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის სხდომა იქნეს მოწვეული და იმსჯელონ ლარის კურსთან დაკავშირებით და ასევე ეროვნულმა ბანკმაც, ფინანსთა სამინისტომაც და ეკონომიკის სამინისტრომაც მოლაპარაკება უნდა დაიწყოს მსოფლიო ბანკთან, სავალუტო ფონდთან, აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან, რომ ჩვენ ვიცოდეთ უახლოეს ხანებში, რა რაოდენობის კრედიტი და მყარი ვალუტა შეგვიძილა მივიღოთ და ასე ავაწყოთ ჩვენი შემდგომი საქმიანობა”

ნინო ბურჯანაძე, “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი

TV პირველი, დიანა ტრაპაიძის “დღის ამბები”

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი მარნეულის შესასვლელთან არსებულ ვითარებას ეცნობა.  პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4534 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

ჯანმომ 11 მარტს COVID-19 საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება ვებგვერდზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება ვებგვერდზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

 

იტვირთბა....