ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამეგრელოში კონტროლი მკაცრდება – პრემიერის პრესსპიკერმა რეგიონში ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვაზე ისაუბრა

“სამეგრელოს რეგიონში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე სხვა რეგიონებთან მიმართებით.

„დადგება დამატებით ბლოკ-პოსტები რეგიონის, მუნიციპალიტეტების შესასვლელებში, რაც ნიშნავს იმას, რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალები, ანუ ეკიპაჟები მკაცრად გააკონტროლებენ საავტომობილო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში დასაშვებია 3 ადამიანის ყოფნა – მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ამავდროულად, პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით, რათა ეს წესი იყოს დაცული. ამასთან, მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები, რათა მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა, მათ შორის სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირება, შეკრებები და ა.შ.

ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათის შემოღება. ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრებისთვის გატარებული ღონისძიებები, რომელიც მიმართულია, რათა ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ თავი დაცულად იგრძნოს. ასეთი მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში. ამასთანავე, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გალში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი”, – განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა.

ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკიდან კორონავირუსით დაინფიცირებულმა პაციენტმა საკუთარ მდგომარეობასა და ვირუსის სიმპტომებზე TV პირველის ეთერში ისაუბრა.

შეგახსენებთ, საქართველოში კონავირუსით ჯამში 90 ადამიანია დაინფიცირებული. საკარანტინო რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

 

იტვირთბა....