“კარანტინში გადასვლიდან მეორე დღეს გემოს და ყნოსვის შეგრძნება დავკარგე, მეგონა გავცივდი, არ მივაქციე ამას ყურადღება. მერე დაიდო ინფორმაცია, რომ შეიძლება, ესეც სიმპტომი იყოსო. ერთი კვირის თავზე კარანტინში, რაც ვიყავი იქედან, მომცა სიცხე სიცხე 37 და ცოტა იმ დღეს ყელი ამტკივდა. დავრეკე სასწრაფოში და გადმომიყვანეს კლინიკაში. ჩამიტარდა ანალიზი და დადასტურდა 4-5 საათში კორონავირუსი”
დიდიმ სტურუა, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკის ბოქსირებული პალატიდან
TV პირველი, დიანა ტრაპაიძის “დღის ამბები”
საქართველოში კონავირუსით ჯამში 90 ადამიანია დაინფიცირებული. საკარანტინო რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.