დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე “ტვ პირველის” ეთერში, ეხმაურება პაატა იმანაძის განცხადებას, სადაც იმნაძე ამბობს, რომ ის პოლიტიკოსი არ არის და ამის მიუხედავად რევენ პოლიტიკაში.
“რომელიმეს ქვეყანაში, ვისაც შეხება ჰქონია მედიცინასთან ბოლო 30 წლის განმავლობაში, პაატა იმნაძის ქვეყნის წინაშე დამსახურებაში ვინმეს შეიძლება იოტის ოდენა ეჭვი შეეპაროს. პაატა გაბრაზდა იმიტომ, რომ ამოუვიდა. თმენის ვალდებულება ჩვენ ყველას გვაქვს, მაგრამ არის რაღაც. ის ადამიანები, რომელებიც აკრიტიკებენ პაატას დღეს და ასეთ კითხვებს აძლევდნენ, იცით, რომ მისი დაჭერა უნდოდათ 2009 წელში. მე 30 წელიწადი ჯანდაცვას მოვყევი, სხვადასხვა მთავრობის დროს მაქვს ნამუშევარი და ვიცი ყველაფერი, ყველა ინფორმაცია მაქვს. ახლა არ არის ამის დრო.”
შეგახსენებთ, რომ დაავდებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, “ტვ პირველის” ეთერში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკოსი არ არის და ამის მიუხედავად რევენ პოლიტიკაში. “თავი დამანებონ რა, სუყველამ, იმიტომ, რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს” – განაცხადა იმნაძემ.