დაავდებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, “ტვ პირველის” ეთერში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკოსი არ არის და ამის მიუხედავად რევენ პოლიტიკაში.
”მე პოლიტიკოსი არ ვარ და მრევენ რა, პოლიტიკაში, არ მინდა, თავი დამანებონ რა, სუყველამ, იმიტომ, რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს, რა. თავი დამანებონ, იმდენი რამე ვიცი იმდენ ვიღაცაზე და იქ ჭკვიანები ხომ არიან არა იმ ბანაკში, თავი დამანებონ, რა, ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, იმათმაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, არა? რომ ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი, ვაფრთხილებ, დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ, ქვეყანას დღეს ეს სჭირდება. ძალიან კარგად ვისზეც ვლაპარაკობ, ძალიან კარგად იციან.” – განცხადა პაატა იმნაძემ.
იმნაძემ არ დააკონკრეტა თუ ვის მიმართ იყო აღნიშნული მიმართვა.