ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გურჯაანში მეუღლის მიერ დაჭრილ ქალს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა

გურჯაანში, სოფელ ვეჯინში მეუღლის მიერ ცივი იარაღით დაჭრილი ქალი, ურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც ექიმები აცხადებენ, ქალს, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„ჩატარდა მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაცია. ჰქონდა შემავალი, მრავლობითი ჭრილობები. გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს ექიმმა, რამაზ თევზაძემ.

ამავე საავადმყოფოში იმყოფება ქალის მეუღლე, მამაკაცი, რომელმაც სამი თვის შვილის მკვლელობისა და მეუღლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.

გურჯაანის საავადმყოფოსთან პოლიცია პატრულირებს.

შსს-მ გურჯაანში სამი თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავა.

იტვირთბა....