ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გადაწყვეტილების შესახებ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ განაცხადა.

ე.წ. პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი უკვე დაუჭირა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 28 მარტს ღამის 00:00 საათიდან ამოქმედდება და 20 აპრილის ღამის 00:00 საათამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა დღეს “ტვ პირველთან” საუბრისას გააჟღერა ინფორმაცია, რომ თუ აფხაზეთში “კოვიდ-19”-ის შემთხვევა დაფიქსირდება, ინფიცირებულის მკურნალობა ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს, როგორც ამას რუსეთისგან მიღებული შეტყობინება ითვალისწინებს.

ზაქარეიშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს გუდაურთის საავადმყოფოს გათავისუფლება, საგანგებო რიჟიმში მუშაობს სოხუმის საავადმყოფოც.

იტვირთბა....