“აფხაზეთმა რუსეთიდან მიიღო ძალიან მკაფიო შეტყობინება, რომ თუ ვინმე დაავადდება, მას მკურნალობა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოუწევს, ანუ რუსეთის ტერიტორიაზე არ გადაიყვანენ. ამ სიახლემ შეაშფოთა აფხაზეთში. დღეს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის ტერიტორიაზე ისე, რომ ჯერ ოფიციალურად აღიარებული არ არის, რომ მათ ჰყავთ ინფიცირებული ადამიანი. გუდაუთის საავადმყოფოს ათავისუფლებენ ახლა და უნდათ, გადააქციონ სარეზერვო საავადმყოფოდ, სადაც შეიძლება მოთავსდნენ ავადმყოფები, ანუ ავადმყოფები რომ ჰყავდეთ, ალბათ, გუდაუთაში გადაიყვანენ. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სოხუმის საავადმყოფო”
პაატა ზაქარეიშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი
“ტვ პირველი”
აღნიშნული განცხადება ზაქარეიშვილმა “კოვიდ-19”-ის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 550 304 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 24 903 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 128 701 პირი.