“მე მინდა პატარა განმარტება გავაკეთო. მიმართვასთან დაკავშირებით აუცილებელია, რომ პაციენტებმა ცხელების და იმ ყველა გამოვლინების დროს პირველ რიგში, ძირითადად, ოჯახის ექიმებს მიმართონ და ამის შემდეგ მოხდეს სორტირება, ანუ გადანაწილება და იმის მიხედვით მივიღებთ შემდეგ ჩვენ პაციენტებს”
დევი ტაბიძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი
დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 81 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.