ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანის თქმით, პატიმრებს არავითარი კვების ან სხვა ტიპის პრობლემა არ გააჩნიათ

საქართველკოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარება დამამშვიდებელია, მსაჯვრდებულებს საკვები პროდუქტებისა და მეტიკამენტების კუთხით არანაირი პრობლემა არ აქვთ.

როგორც წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა დაწესებულებაში საკმარისზე მეტი რაოდენობის საკვები პროდუქტი და მედიკამენტია.

“ციხეების მაღაზიებში არსებობს საკმაოდ ბევრი პროდუქტი, ციხეების კვებაზე მომუშავე კომპანია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს მონდომებით და გამართულად. და პატიმრებს არავითარი კვების ან სხვა ტიპის პრობლემა არ გააჩნიათ. ამასთან, 15-ვე პენიტენციურ დაწესებულებაში მედიკამენტის საკმარისზე მეტი რაოდენობა არსებობს”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცოტა ხნის წინ მინისტრმა ახალო სამოქმედო გეგმა დაანონსა, რაც კორონავირუსისგან მაქსიმალურად დაცვის მიზნით საპატიმროების კიდევ უფრო მეტად ჩაკეტვას ემსახურება.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 81 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

 

იტვირთბა....