ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენი მიზანია, კორონავირუსის აღმოფხვრამდე ციხეები მაქსიმალურად კარჩაკეტილი გახდეს” – წულუკიანი

საქართველკოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, უწყება პენიტენციურ დაწესებულებებთან დაკავშირებით ახალ გეგმაზე მუშაობს, რაც საპატიმროებს კორონავირუსის გავრცელებისგან კიდევ უფრო მეტად დაიცავს.

როგორც წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამუშაო გეგმა იმას ითვალისწინებს, რომ საპატიმროები რაც შეიძლება მაქსიმალურად ჩაკეტილი და დახურული იყოს, ხოლო თანამშრომლების უმეტესობამ სამსახურის ადგილი არ დატოვოს.

“მომავალ კვირას გავაცნობთ გეგმას, რომელიც იმას გულისხმობს რომ კორონავირუსის აღმოფხვრამდე პენიტენციური დაწესებულებები კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდეს, იმისათვის, რომ გარედან შიგნით ვირუსის იმპორტი არ მოხდეს. პატიმრების გასაგონად ვამბობ, რომ ეს არ გულისხმობს იმას, რომ პატიმრები მოხვდებიან დახურულ სივრცეებში. თუმცა მათთან მაქვს რჩევა, რომ ვინაიდან დადგა გაზაფხული და ასეულობით მსჯავრდებული ციხის შიდა ეზოში იმყოფება, დაიცვან ჯანდაცვის სისტემის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ეს არის ერთმანეთისგან დისტანცია.

ჩვენი გეგმა რომელიც მომავალ კვირას გასაჯაროვდება, ითვალისწინერბს, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა თანამშრომელმა იაროს ციხიდან სახლში. ეს გეგმა მუშავდება და ჩვენი მიზანია, კორონავირუსის აღმოფხვრამდე ციხეები მაქსიმალურად კარჩაკეტილი გახდეს”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, კოორნავირუსის ეპიდემიის დროს სასამარტლო სხდომაზე არცერთი პატიმარი გამოცხადდება.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 81 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

 

იტვირთბა....