„ზოგადად, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენს კლინიკაში შემოსულ პაციენტებთან ყველასთან იყო დადგენილი კლასტერი, წარმოშობაც და საბედნიეროდ, დადგენილია კონტაქტებიც. იკვლევენ ამ კონტაქტებს და ჩვენც ვერთვებით.“
კახა იშხნელი -აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი
დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 81 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხოლო, 23 მარტს, მას შემდეგ რაც მარნეულში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. მედიკოსებმა ამ რაიონებში ვირუსზე სწრაფი ტესტირება უკვე დაიწყეს.