aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ჩინეთი მზად არის, აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს” – სი ძინპინი

“ჩინეთი მზად არის, აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს. ამ სიტუაციაში, ჩინეთმა და აშშ-მა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა ეპიდემიასთან საბრძოლველად. ზოგიერთმა ჩინურმა კომპანიამ და საწარმომ აშშ-ს უკვე აღმოუჩინა დახმარება. ჩინეთი აცნობიერებს სირთულეებს, რომელიც ამერიკულ მხარეს აქვს და მზად არის დახმარებისა და მხარდაჭერისთვის“

aviabiletebi
ავიაბილეთები

სი ძინპინი – ჩინეთის ლიდერი

აღნიშნული განცხადება სი ძინპინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან,  დონლად ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

შეგახსენებთ, 27 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობით, ჩინეთს, რომელიც 81 340 შემთხვევით, მსოფლიოს მასშტაბით, პირველ ადგილზე იყო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაასწრო.

ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, შეერთებულ შტატებში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 85 604 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მესამე ადგილზეა იტალია – 80 589 ინფიცირების შემთხვევით.

რაც შეეხება ლეტალურ შედეგს, აშშ-ში დაღუპულია 1 301, ჩინეთში – 3 292, ხოლო იტალიაში – 8 215 ადამიანი.

მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 533 015 შემთხვევაა გამოვლენილი. დაიღუპა 24 095 პირი. გამოჯანმრთელდა 124 387 ადამიანი.

იტვირთბა....