aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით ინფიცირებული ორი წლის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – კახა იშხნელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი კახა იშხნელი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ორი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც იშხნელი ამბობს, მცირეწლოვანთან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

„ამჟამად ჩვენს კლინიკაში არის მოთავსებული 16 პაციენტი, რომელთა შორის ხუთი დადასტურებული ფორმაა, რომელთა მკურნალობაც დადებითი დინამიკით მიმდინარეობს. დანარჩენი პაციენტები ელოდებიან ანალიზის პასუხებს და საბედნიეროდ, სწრაფად ხდება ეს ბრუნვა ჩვენს კლინიკაში. ისინი დროულად ტოვებენ ხოლმე კლინიკას. ახალ პასუხებს ვიღებთ დაახლოებით ხუთი ექვსი საათის განმავლობაში. ღამის განმავლობაში იგზავნება ექვსი-შვიდი ანალიზი, რომლებზე უარყოფითი შედეგის მოსვლის შემთხვევაში, გადაგვყავს კარანტინში ან თვითიზოლაციაში. დღესაც არის გადაგზავნილი შვიდი პაციენტის ანალიზი. გასული ღამის განმავლობაში, საბედნიეროდ, არ დაგვმატებია პაციენტი. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რა თქმა უნდა, საყურადღებოა ამ ხნის ბავშვის პაციენტად ყოფნა, მაგრამ არსებულ ვითარებაში, სუბიექტური, ობიექტური და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე, მდგომარეობა სტაბილურად საყურადღებო, მაგრამ დამაკმაყოფილებელია”,- განაცხადა კახა იშხნელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....