თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათთან მოთავსებული სამი ახალსობილის მდგომარეობა მძიმეა.
რაც შეეხება 22 წლის ორსული გოგოს ჯანმრთელობას, ექიმის ცნობით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში შემოვიდა ერთი ინფიცირებული, ორსული ქალბატონი, დაახლოებით, 22 კვირის, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, იმყოფება გინეკოლოგებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე ჩვენ კლინიაკში 3 ახალშობილიცაა მოთავსებული, მათი მდგომარება მძიმეა, თუმცა, მართვადი. ახალშობილები ყველა შემოსულია სუნთქვის მწვავე უკმარისობით. არ არის სავალდებულო მათთან იყოს კოვიდინფიცირება“, – განაცხადა რატიანმა.
დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 81 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხოლო, 23 მარტს, მას შემდეგ რაც მარნეულში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა.