ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 329-მდე გაიზარდა

სომხეთში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 329-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ახალი ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 1, ხოლო გამოჯანმრთელებულია 18 პირი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა სომხეთში პირველ მარტს დაფიქსირდა. 16 მარტიდან 14 აპრილამდე კი, სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობით, ჩინეთს, რომელიც 81 340 შემთხვევით, მსოფლიოს მასშტაბით, პირველ ადგილზე იყო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაასწრო.

მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 533 015 შემთხვევაა გამოვლენილი. დაიღუპა 24 095 პირი. გამოჯანმრთელდა 124 387 ადამიანი.

იტვირთბა....