თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინ ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული ინფიცირებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ ოთხი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებიტ მძიმეა.
ეზუგბაია ინფიცირებული არასრუწლოვანი პაციენტების მდგომარეობასაც აგასებს და ამბობს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ოთხი პაციენტიდან ერთი არის განსაკუთრებით მძიმე პაციენტი. მისი მდგომარეობის სტაბილიზირება ჯერჯერობით ვერ ხდება. დაავადება უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც პროგრესირებს. დანარჩენ სამთან გარკვეულწილად მიღებულია სტაბილიზირება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საშუალებას. ჯერჯერობით მაინც ვამბობთ, რომ ამ პაციენტების მდგომარეობა მძიმეა და დინამიურ მეთვალყურეობას და ანალიზს მოითხოვს“ ,- განაცხადა ერზუგბაიამ.
დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 81 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხოლო, 23 მარტს, მას შემდეგ რაც მარნეულში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა.