დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მარნეულში განთავსებულ საველე ჰოსპიტალთან არსებული რიგი პრობლემას ნაკლებად ქმნის, მთავარია მედპერსონალი მოქალაქეებს ვირუსზე გამოკვლევებს უტარენს.
როგორც იმნაძემ გამარტულ ბრიფინგზე განაცხადა, თანამშრომლების რისკის ქვეშ არიან, ვინაიდან მათ პოტენციურ დაავადებულებთან აქვთ შეხება და მათი შეურაცხყოფა უსამართლოა.
“ნახონ რა ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. საერთოდ უკეთებენ თუ არა ტესტს ავადმყოფებსაც კი, არათუ ასე მოსახლეობას. ეს ხდება მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში. ჩვენ ყველას, ვინც კი საჭიროა ვუკეთებთ ტესტს და ეს ადამიანები, ჩემი თანამშრომლები, ახალგაზრდა გოგო -ბიჭები, ავადმყოფს პირს აღებინებენ, ხახაში უნდა ჩათხარონ ნიმუშის ასახებად ჩხირები, მათ ამ დროს ავადმყოფები სახეში ახველებენ, არ ეშინიათ და მუშაობენ. აცადეთ მათ მუშაობა. იმუშაონ ნორმალურად, წყნარად და ნუ მიაყენეთ ამით შეურაცხყოფას. ისინი აუღებენ ყველას ტესტს, ვინც საჭიროა, რომ გამოიკვლიონ,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველომ ჩინეთიდან 1000 სწრაფი ტესტი მიიღო. მიზნობრივი ტესტირება პირველ რიგში, მარნეულში დაიწყო, ვინაიდან ემ მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი რისკია.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. მათგან ერთ-ერთი ახალი პაციენტი ბოლნისში მცხოვრები 22 წლის ორსული გოგოა.
23 მარტს, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა.