ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლნისისა და მარნეულში მოქალაქეების სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებშიუკვე მეორე დღეა კარდაკარის პრინციპით მოქალაქეების სამედიცინო შემოწმება მიმხინარეობს.

ოჯახის ექიმებით და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფები შემოწმებას თითოეულ მოქალაქეს უტარებენ, ხოლო საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, მათ კლინინებში ამისამართებენ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 15 ჯგუფი მუშაობს. ისინი მოქალაქეებს ტემპერატურას უზომავენ და სპეციალურ კითხვარს ავსებინებენ, ჰქონდათ თუ არა მოგზაურობის ისტორია ან საზღვარგარეთიდან ჩამოსულ პირთან კონტაქტი, ასევე ჰქონდათ თუ არა კონტაქტი კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.

საქართველომ ჩინეთიდან 1000 სწრაფი ტესტი მიიღო. მიზნობრივი ტესტირება პირველ რიგში, მარნეულში დაიწყო, ვინაიდან ემ მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი რისკია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი ლაბორატორიული შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ინფიიცრებულთა რიცხვი 77 გახდა. მათგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვეს.

იტვირთბა....