ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლნისში 22 წლის ორსულს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლნისში მცხოვრებ 22 წლის ორსულ გოგოს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.

მას ინფექცია მას შემდეგ დაუდასტურდა, როცა კორონავურუსის გამოსავლენად სწრაფი ტესტი ჩაუტარეს.

პაციენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკი გადაიყვანეს.

როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე “ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ჯანმრთელობას საფრთე არ ემუქრება.

“პაციენტი მძიმე მდგომარეობაში არ არის. რამდენიმე წუთია, რაც შემოიყვანეს და ახლა გამოკითხვის და კვლევის პროცესში ვართ. ახალგაზრდა ქალია, 22 კვირის ორსულია, სწრაფი ტესტი გაუკეთდა და პასუხი დადებითია, სულ ეს ვიცი. ჩივილები არ აქვს, დაბალი ტემპერატურა – 37,2 აქვს. გუშინ რა მდგომარეობა ჰქონდა, არ ვიცი, ახლა ეს სიტუაციაა,” – განაცხადა ტურძელაძე.

საქართველომ ჩინეთიდან 1000 სწრაფი ტესტი მიიღო. მიზნობრივი ტესტირება პირველ რიგში, მარნეულში დაიწყო, ვინაიდან ემ მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი რისკია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი ლაბორატორიული შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ინფიიცრებულთა რიცხვი 77 გახდა. მათგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვეს.

 

იტვირთბა....