aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ვეწინააღმდეგებით ტესტების კომერციალიზაციას – არავის აქვს უფლება, ამ სიტუაციაში მოგება ნახოს”

“რვა კომპანიას ჰქონდა ტესტების შემოტანაზე დოკუმენტაცია რეგულირების სააგენტოში და სააგენტომ ოთხ ასეთ კომპანიას მისცა უფლება, რომ შემოეტანა საქართველოში სწრაფი ტესტებიც და პისიარ ტესტებიც. ის საკითხი, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით კომერციალიზაციას, არის იმის საპასუხოდ, რომ დღევანდელ მდგომარეობაში არც ერთ უწყებას ისევე, როგორც კერძო სექტორს, არ აქვს უფლება, ნახოს მოგება ჩვენს ადამიანებზე. ვეწინააღმდეგებით იმ კომერციული ფასების დადგენას, რომელიც იყო უკვე დაფიქსირებული საქართველოში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება თანხის ფიქსირება და უმეტეს შემთხვევაში, ეს თანხები იქნება გადახდილი სახელმწიფოს მხრიდან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი

აღნიშნული განცხადება ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 346 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....