ახალი ამბები მთავარი

პაატა იმნაძის თქმით, ინფიცირებული 22 წლის გოგოს მდგომარეობა სტაბილურია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ინფიცირებული 22 წლის ორსულის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია და ის თბილისის კლინიკაში მხოლოდ მისი ორსულობის გადმო გადაიყვანეს.

როგორც იმნაძემ  უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გამარტულ ბრიფინგზე  განაცხადა, მარნეულსა და ბოლნისში მედიკოსების მხრიდან მოქალაქეების შემოწმება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

“ჩვენი ჯგუფები მუშაობენ მუდმივად მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში და ყველა კონტაქტის გამოკვლევა მიმდინარეობს. ასევე ნებისმიერი შესაძლო შემთხვევის გამოკვლევა. ეს ქალბატონი სწორედ ასე ჩვენი ჯგუფის მიერ იქნა აღმოჩენილი. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, უბრალოდ ორსულია და ამიტომ გადმოვიყვანეთ თბილისში,” – განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. მათგან ერთ-ერთი ახალი პაციენტი ბოლნისში მცხოვრები 22 წლის ორსული გოგოა.

იტვირთბა....