ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასაკოვან ქალბატონთან მძიმე მდგომარეობა რჩება”- ეზუგბაია

ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათტან მოტავსებული ინფიცირებული პაციენტებიდან მძიმე მდგომარეობა 4 მათგანს აღენიშნება.

როგორც ეზუგბაია აცხადებს, პრობლემური პაციენტებიდან ერტი მათგანი ახალი შემთხვევაა, დანარცენი სამი კი ძველი.

მისი თქმით, ამ პაციენტებს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადებებიც ახასიათებთ, ამიტომ მათი მდგომარეობის პროგნოზირება რთულია.

“რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, ერთ ქალბატონს, რომელსაც პნევმონიასთან ერთად აქვს ჰიპერტონული დაავადება, მისი მდგომაროება რამდენიმე დღეა, სტაბილურია და შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ გადაილახა ის სიმძიმის პერიოდი და უკვე გამოსავალი ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს. ერთი ასაკოვანი ქალბატონი, რომელთანაც გვაქვს მძიმე სიტუაცია იმ მხრივ, რომ გარდა ორმხრივი პნევმონიისა და თანარსებული დაავადებისა, როგორიც არის გულის უკმარისობა და მძიმე ნევროლოგიური დაავადება, სეფსისიც გამოვლინდა. ჯერჯერობით მასთან მძიმე მდგომარეობა რჩება, მკვეთრი გაუარესება გუშინდელიდან არ შეიმჩნევა, მაგრამ პროგნოზი მაინც ჯერჯერობით სერიოზულია. მესამე მძიმე ავადმყოფი  ეს არის თანარსებული დაავდება, დიაბეტის ფონზე განვითარებული მძიმე პნევმონია. ამ პაციენტთანაც ჯერჯერობით დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს, ვნახოთ დინამიკაში როგორ იქნება“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი ლაბორატორიული შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ინფიიცრებულთა რიცხვი 77 გახდა. მათგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვეს.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი რჩება.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

 

იტვირთბა....