მთავარი ციტატა

“რაც საჭიროა, იმის 80% კეთდება, ჯანდაცვის სექტორი ინფორმირებულობაში მოიკოჭლებს” – გიორგი კავკასიძე

“მაქიმუმს ვერ ვიტყვი, მაგრამ სადღაც 80% კეთდება იმისა, რაც არის საჭირო. ინფორმირებულობაში მოიკოჭლებს როგორც ჯანდაცვის სექტორი, ასევე გლობალურად დაავადებათა კონტროლის ცენტრი. დღეს ვათვალიერებდი მათ ვებგვერდს. ჩემს კლინიკაში უამრავი ადამიანი რეკავს. ორსულები გვირეკავენ, რა ქნან, რა გააკეთონ”

გიორგი კავკასიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

TV პირველი, ანა წერეთლის “ღამის ამბები”

“ამ ეტაპზე ჩვენ ჩამოვიტანეთ ის პირველი 1000 ტესტი, რომლებსაც ველოდებოდით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, ამ ტესტების პასუხი შესაძლებელია მივიღოთ ჩვენ უკვე საათნახევარში, რაც მოგვცემს საშუალებას, ნაკადები უფრო სწრაფად ვმართოთ”, – ეკატერინე ტიკარაძემ ამის შესახებ დღეს ისაუბრა.

შეგახსნებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა ფიქსირდება. 

საქართველოს პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის” ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

საქართველოში  21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

 

 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....