ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ახალი კორონავირუსი ქართველ მღვდელსა და სტიქაროსანს დაუდასტურდათ

ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ სამრევლოში  მღვდელსა და სტიქაროსანს COVID 19-ით ინფიცირება დაუდასტურდათ –  ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი წერს.

“ჩრდ. ამერიკის “ქართულ სამრევლოში” ერთ-ერთ მღვდელსა და სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე, როგორც კულუარულად ირკვევა, რუსთავის ეპარქიის ერთ-ერთ მღვდელსაც იგივე ინფექცია დაუდასტურდა, რასაც საპატრიარქო საგულდაგულოდ მალავს. ჯერ სად ხართ (ღმერთმა გვაშოროს) და ასე თუ გაგრძელდა, ისტერიულ ჰეროიზმს აყოლილი ჩვენი სამღვდელობა ახალმოწამეთა დასს ჩამოაყალიბებს, რომელსაც “კორონავირუსით გაბრწინებული წმინდანები” დაერქმევა. საპატრიარქოს უპასუხისმგებლობა პიკს აღწევს!..

ღმერთო დაგვიფარე უგუნურებისა და სიკვდილიანობისაგან”, – წერს გიორგი ტიგინაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....