„ბოდიში ამ სიტყვაზე და, იმაზე „ჩაციკვლა“, რომ სწრაფი ტესტი შეიძლება, პანაცეა იყოს და ქვეყანაში სწრაფი ტესტები შემოვა თუ არა, ყველაფერს უცებ გადავწყვეტთ, სწორი მიდგომა არ არის. რა თქმა უნდა, საჭიროა, ქვეყანას ჰქონდეს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტი და ოქროს სტანდარტი. ოქროს სტანდარტი გვაქვს და დღეს ჩამოვიდა ტესტი, რომელიც ჩინელებმა გვაჩუქეს და აპარატურა, რომელიც ჩვენს ოთხსაათიან რეაქციას საათნახევარზე ჩამოიყვანს. სამინისტროდან მაქვს ინფორმაცია, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად ჩამოვა ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტები“
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
“პირველი არხი”, საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”
“ამ ეტაპზე ჩვენ ჩამოვიტანეთ ის პირველი 1000 ტესტი, რომლებსაც ველოდებოდით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, ამ ტესტების პასუხი შესაძლებელია მივიღოთ ჩვენ უკვე საათნახევარში, რაც მოგვცემს საშუალებას, ნაკადები უფრო სწრაფად ვმართოთ”, – შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ ამის შესახებ დღეს ისაუბრა.
შეგახსნებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა ფიქსირდება.
საქართველოს პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის” ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.