საქართველოში, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსის გამო, კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი იმყოფება. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი რჩება.
შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.