ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ შევძელით, ინფიცირების წყარო ვირუსის გენეტიკური ხაზის მიხედვით დაგვედგინა… ამის შესაძლებლობა ყველა ქვეყანას არ აქვს”- იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია აქვს შესაძლებლობა, ვირუსის შემთხვევები გენეტიკური ხაზის საშუალებით დაადგინოს.

როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირების სამი შემთხვევის წყარო უკვე არსებული მეთოდის გამოყენებით მოხდა.

“საინტერესოა, რომ რამდენიმე შემთხვევაში, როდესაც ინფექციის ზუსტი წყარო არ ვიცოდით, სეკვენირება მოხდა. ლუგარის ცენტრს აქვს შესაძლებლობა, რომ ვირუსის გენეტიკური სეკვენსი მოახდინოს. სამი შემთხვევაა უკვე, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით ინფექციის ზუსტი წყარო, ადამიანი ასახელებდა, რომ მას ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრები და ამ სამივე შემთხვევებში “, თუ რომელ ქვეყანასთან იყო ის კავშირში.

ასე რომ, ეს გაგრძელდება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნის გენეტიკური ხაზები ჯერ ატვირთული არ არის მსოფლიო ბაზაში, ამის შესაძლებლობა, ყველა ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენ ამის შესაძლებლობა გაგვაჩნია და ამას ვაკეთებთ. მაგალითად, ირანის ხაზებთან პირდაპირ ვერ შევადარეთ ჩვენები, რადგან ირანს არ აქვს ატვირთული გენეტიკური ხაზები თავიანთი ვირუსების და კანადაში რომ ირანელი იყო დასნებოვნებული, იმის გენეტიკურ ხაზს შევადარეთ. ამითი დავადასტურეთ, რომ ნამდვილად ირანიდან იყო შემოსული ეს ვირუსი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამსი ინფიცირებულტა რიცხვი 73 გახდა. ინფექციისგან უკვე 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

 

 

იტვირთბა....