კიდევ ერთი საკარანტინო ზონა საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალის“ საავადმყოფოში განთავსდება. ხოლო, ის პაციენტები, რომლებიც ამ დრომდე საავადმყოოფში სხვადასხვა დიაგნოზით მკურნალობდნენ, ნაწილი თბილისისა და გურჯაანის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
საავადმყოფოს მედიკოსების თქმით, კლინიკაში ქირურგიული სივრცე ბოქსირებულ განყოფილებად გადააკეთეს.
შეტანილია ყველა აუცილებელი ინვენტარი, რათა შესაძლო რისკის მქონე მოქალაქეების მისაღებად კლინიკა მზად იყოს.
საგარეჯოს კლინიკის მსგავსად, შესაძლოა, საკარანტინო სივრცედ თელავის რეფერალური საავადმყოფოც გადაკეთდეს.
ამ დროის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში შვიდ საკარანტინო სივრცეში 401 მოქალაქე იმყოფება.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. 70 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა უკვე გამოჯანმრთელდა.