ნიუ-იორკის შტატის მმართველის, ენდრიუ კიუმოს ინფორმაციით, შტატის მასშტაბით კორონავირუსით 25 665 ადამიანია დაინფიცირებული.
აჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ს შტატებს შორის ნიუ-იორკში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში ჩინეთისა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილზეა. აშშ-ში კორონავირუსის 49 594 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გარდაცვლილია 622, გამოჯანმრთელებული კი – 361.
შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 408 892-ია, მათგან 18 259 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. 70 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა უკვე გამოჯანმრთელებულია.