ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთიდან შემოსვლა საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ სარფიდან შეეძლებათ

თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 23 მარტიდან მხოლოდ სარფის საბაჟოდან შეეძლებათ საქართველოში დაბრუნება.

საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი იმუშავებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე [საქართველოს დროით].

საქართველოს საელჩო თურქეთში მოუწოდებს მოქალაქეებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +905392208280
2.ქ.სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3.ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 8 პირი. 5 გამოჯანმრთელებული საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....